გერგეტი, ორწვერი, მყინვარი მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) სათავეში, ყაზბეგის რაიონში. სიგრძე 7,1 კმ, ფართობი 11 კმ2, მყინვარის ენის ბოლო ეშვება 2900 მ სიმაღლეზე. მისი უმეტესი ნაწილი მოქცეულია ძველ დანგრეულ ვულკანურ კალდერაში, რომლის ჩრდილოეთ კიდეზე ამართულია მყინვარწვერის კონუსი, სამხრეთ კიდეზე - მწვერვალი ორწვერი. გერგეტი მასობრივი ტურიზმის ობიექტია. მასზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი სამი მარშრუტი. მყინვარის მარცხენა მხარეს, 3650 მ სიმაღლეზე, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგურია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment