თბილისის არქიტექტურული ძეგლები

სამება - მართლმადიდებლური გააზრებით სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. წმინდა სამების ამ ერთის მხრივ არაჩვეულებრივი ბუნების აღსაქმელად წმინდა მამები სამებას მზეს ადარებდნენ, რადგანაც არის პლანეტა მზე რომლისაგან გამოდის სითბო და სინათლე. საოცარია მაგრამ ამ შეხედულებას თავისებური ანარეკლი აქვს რეალობაშიც. მოგეხსენებათ რომ, მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო - სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე - ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი ჩვენ როგორც ვიცით არის იესო ქრისტე. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც რომ როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება, დიახ ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები) ასევე ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც.



საქართველოს ეკლესიის სულიერ შვილებს

წმიდა სამების საკათედრო ტაძრის სამონასტრო კომპლექსი მთელი ერის სახელით უფლისათვის მიძღვნილი შესაწირია - სიმბოლო საქართველოში ორიათასწლოვანი ქრისტიანობის უძლეველობისა და ღვთისადმი ჩვენი ერის მადლიერებისა.
წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1995 წელს. დღეს უკვე ყველა თვალნათლივ ხედავს, თუნდაც ძნელბედობის ჟამს რა შეძლო ერთად მდგარმა ქართველობამ: მოხატვის გარეშე უკვე დასრულებულია წმიდა სამების სახელობის ტაძარი (სადაც განთავსებულია ათი ეკლესია) და სავესტიბულო ნაწილი, სამრეკლო, ცენტრალური და აღმოსავლეთის კარიბჭეები, წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესია, დასავლეთის გალავანი კოშკთან ერთად. გრანიტის ქვაფენილით მოიკირწყლა კომპლექსის ტერიტორია, მოეწყო გამწვანების თარგები დეკორატიული მცენარეებითა და ბუნებრივი ქვებით, დასრულდა ორი შადრევანი, დეკორატიული და წყალკურთხევის აუზები.
მშენებლობაში მონაწილეობა ნებისმიერი სახით, უფლის თაყვანისცემას ნიშნავს, ამიტომაც ყველა ის ადამიანი, ვინც შესაწირი გაიღო, ან საკუთარი შრომით წვლილი შეიტანა ამ საქმეში, მართლაც, ღირშესანიშნავი მოვლენის მონაწილეა. თითოულ მათგანს უფლისგან მიეგება სიკეთისათვის, თუმცა ჭეშმარიტი მორწმუნენი სამაგიეროს მიღებისათვის არ ირჯებიან, ბევრმა ადამიანმა და მათ შორის გენერალურმა სპონსორმა, რომელმაც დააფინანსა მშენებლობის თითქმის 95%, ეს ისე გააკეთა, ვინაობაც არ გაუმხელია. ამ ადამიანის ღვაწლი განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს მთელი ერისგან.
წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის გაანგარიშებით კომპლექსის დასრულება შესაძლებელი იქნება 2-3 წელიწადში. ასე, რომ მორწმუნეთ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა წვლილი შეიტანონ ამ დიდებული საქმის განხორციელებაში, კერძოდ - ასაშენებელია საპატრიარქო რეზიდენცია, სასულიერო აკადემია, საეკლესიო მუზეუმი, მამათა მონასტერი, გალავნის კედელი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეებით, დასასრულებელია სანათლავი და ორი კოშკი.
გვწამს, უფლის შეწევნით, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლობის დასრულება იქნება საწინდარი ქვეყნის მთლიანობის აღდგენისა და ჩვენი სულიერი ტაძრის განმტკიცებისა.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და ყოველი ადამიანი, რომელიც თავის შეწირულობით მონაწილეობას მიიღებს ამ საშვილიშვილო საქმის განხორციე


                                           ნარიყალა

 ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარიყალა - ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის - კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხე - სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ცაცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგორდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი ჭმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.


                           მ ე ტ ე ხ ი

 მეტეხი ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად "არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. ლეგენდის თანახმად ეს იყო ადგილი სადაც V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს. მონღოლთა შემოსევას 1235 წელს ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა.

მეტეხის მაცხოვრის ეკლესია აღმართული კლდის თავზე მეფე დემეტრე II- ს აღუდგენია 1278-1289 წლებში. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის გეგმა იმ დროისათვის უჩვეულოა (4 თავისუფლად მდგომი ბოძი, 3 შვერილი აფსიდი), როგორც ჩანს, ამ ადგილზე მანამდე მდგარი ეკლესიის გეგმას იმეორებს. ფასადები ახლებური დეკორატიული სისტემით არის დამუშავებული:კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტული სარტყლებით (ეს სისტემა ვერ გავრცელდა), მაგრამ იმავე დროს საკურთხევლის შვერილ აფსიდზე გამეორებულია ძველი, სამტავისის დროიდან ცნობილი, სისტემა - დიდი ჯვარი და 2 მოჩუქურთმებული კვადრატი სარკმლის ქვემოთ, საუკუნეთა განმავლობაში შენობამ ბევრი ცვლილება განიცადა. XIII საუკუნის ნაგებობისაგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები კამარების დონემდე, დასავლეთი კედლის ქვემო ნაწილი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.

ეკლესია მოგვიანებით დაზიანდა და რამდენჯერმე აღდგენილ იქნა. მეფე როსტომმა (მეფ. 1633-1658) გაამაგრა არემარე ეკლესიის ირგვლივ ძლიერი ციტადელით, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა. XVIII საუკუნეში ერეკლე II-ის დროს, უნდა იყოს აღდგენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი.

რუსეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდან) ეკლესიამ დაკარგა მისი რელიგიური ფუნქცია და სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ციტადელი დაშლილ იქნა და ახალი ნაგებიბით შეიცვალა, რომელიც სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა 1938 წლამდე.


დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან, მხატვარი და კოლექციონერი დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინაარმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრებულ და მოგვიანებით სიკვდილით დასჯილ იქნა. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა. მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა.

1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივითა და პოპულარული მხარდაჭერით დაწყებულ იქნა ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ამ მოთხვონით ცნობილი ქართველი დისიდენტი და მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საშიმშილო აქციასაც აწყობს. კომუნისტური მმართველობის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად 1988 წლიდან ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.


ლეგენდის თანახმად მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან.

მეტეხის მიდამო მტკვრის საპირისპირო სანაპიროსთან რკინაბეტონის ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც 1951 წელს აიგო ორი ძველი ხიდის ადგილას. სამწუხაროდ, ახალი ხიდის მშენებლობის პროცესში სრულიად დაინგრა სხვადასხვა ნაგებობათა და შენობათა უნიკალური კომპლექსი, რომელიც XVII-XIX საუკუნეებით თარიღდებოდა. ბოლო დროს ქალაქის მთავრობამ წამოიწყო ძველი თბილისის ამ ისტორიული ნაწილის XX საუკუნის დასაწყისის დროინდელ იერზე რესტავრაციის კამპანია.